“თუ იმაზეა საუბარი, რატომ გადავეცით მიწა თურქ ინვესტორს, ამ დავაში ვერ შემოგყვებით”


ავტორი
Front News საქართველო
"თუ იმაზეა საუბარი, რატომ გადავეცით მიწა თურქ ინვესტორს, ამ დავაში ვერ შემოგყვებით", – აღნიშნული განცადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.
"ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი არის მიწის (ნამახვანის) პრივატიზებასთან დაკავშირებული. აქაც უნდა გავმიჯნოთ, თუ სად ვხედავთ პრობლემას. თუ პრობლემა არის იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ დისკუსიაში ვერავის ვერ წამოგყვებით, იმიტომ რომ საუბარი არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე, მეზობელზე, ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოზე"-განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა განმარტება იმის შესახებაც გააკეთა, თუ რატომ არის გადაცემული დიდი ფართობის მიწა უცხოელი ინვესტორისთვის. მისი თქმით, დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს დიდი მიწა სჭირდება. თურნავა ამაში პრობლემას ვერ ხედავს. "მიღებული პრაქტიკაა"- აღნიშნულ ფრაზას, ეკონომიკის მინისტრი საკომიტეტო სხდომაზე ხშირად იმეორებდა.
"პრობლემა არის იმაში, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, ამაზე რა თქმა უნდა შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს არის არა უპირობო გადაცემა, არამედ იმ პირობით, რომ შესრულდება საინვესტიციო ვალდებულებები. გარდა ამისა, თუ კითხვას დასვამთ, რატომ გადავცემთ საინვესტიციო პირობით მიწას, შეგახსენებთ, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა, არაფერი აქ ექსტრაორდინალური არ მომხდარა. რატომ არის დიდი მიწა? იმიტომ რომ დიდი მიწა სჭირდება დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს. შეგახსენებთ რომ ანაკლიის განვითარების სპონსორს, ჩვენ გადავეცით 500 ჰექტარი მიწა და ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძრელებულიყო კიდევ 700 ჰექტარი მიწა გვქონდა გამზადებული გადასაცემად, ასევე გრძელვადიანი სარგებლობით და საინვესტიციო პირობებით. ენერგეტიკაც არის ის დარგი, სადაც დიდი მიწა სჭირდება ჰიდრონაგებობებს. შესაბამისად, ესეც მიღებული პრაქტიკაა. თუ პრობლემაა ის, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინვესტორი და არა ქართველი, ასევე შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკაში ესეც მიღებული პრაქტიკაა.
თუ პრობლემაა რომ მიწა ზედმეტია, ჭარბია, იქნება თუ არა მიზნობრივად გადაცემული და ა.შ, ამაში ვართ მაქსიმალურად გახსნილები და უფრო შორსაც წავალთ. შეგვიძლია შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ თითოეულ მიწას, თუ აღმოჩნდება, რომ მიწა იმაზე ჭარბი რაოდენობითაა გადაცემული, ვიდრე ეს დაშვებულია, კომპანია დააბრუნებს უკან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ასე არ არის, ყველაფერი მაქსიმალურად დასაბუთებულია"-განაცხადა თურნავამ.
შეგასენებთ, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს