“თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი”

ავტორი
Front News საქართველო
შეთანხმება თუ მიიღწევა, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, პირველ რიგში იქნება ერთი მთავარი გამარჯვებული – ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
"მე დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ყველა პარტიასთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. როგორც მე ყოველტთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


