“თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს დასაბუთებული მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას”


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება: თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს დასაბუთებული მოთხოვნით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას შეეხებოდა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ნიკა მელია კანონმდებლობაში ცალკე არ არის ჩაწერილი და არც ცალკე კანონები არსებობს მასთან მიმართებით.
„მართლმსაჯულება მას ეპყრობა და მოეპყრობა ისე, როგორც სხვა, ნებისმიერ მოქალაქეს ჩვენს სახელმწიფოში. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, პოლიტიკური კალენდარი ვერ გახდება და ვერ უკარნახებს მართლმსაჯულებას, სასამართლოს თუ პროკურატურას, როგორ უნდა იმოქმედონ მათ კანონდარღვევის შემთხვევაში. პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება ისე, როგორც ამას კანონზომიერება განაპირობებს. მე ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას საკუთარ ხელში აქვს ეს არჩევანი, სურს პოლიტიკურ პროცესს გაჰყვეს პატიმრობაში, თუ სურს მონაწილეობა გარეთ ყოფნის პირობებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს დარჩენილი თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს