“თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ”


ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ როდესაც მან სამაჯური მოიხსნა, პროკურატურა ვალდებული იყო ამაზე, მყისიერი რეაგირება ჰქონოდა.
"როდესაც ეს უსამართლობის სიმბოლო სამაჯური მოვიხსენი, პროკურატურა ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში 2 ნოემბერსვე და კანონისმიერი მოთხოვნა წაეყენებინა და ეთქვა, რომ არასწორად მოიქეცი და აი შენ, ახალი სამაჯური, მოდი, უნდა გაგიკეთოთო, ან ეს უნდა გაეკეთებინა, ან თუ კანონი დავარღვიე, უნდა დავეპატიმრებინე. ამის ნაცვლად, პროკურატურა წავიდა სასამართლოში და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მელიას წელიწადნახევარი სამაჯური გავუკეთეთ და ამით დადიოდაო, ვიფიქრეთ და ეს სამაჯური არაეფექტური ღონისძიება იყოო. გავიდა იმის შემდეგ სამი თვე და ვიღაცას იდეა დაებადა, რომ მელიამ 40 000 ლარი გადაიხადოს გირაოს სახითო", – განაცხადა ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში.
ნიკა მელიას თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება და თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ ის, 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან მათი გადმოსახედიდან, კანონი დაარღვია.
"ვერ დამიჭერენ ნამდვილად და თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. იმიტომ რომ, მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. დასაჭერი მათი გადმოსახედიდან, რომ ჰკითხოთ, თითქოს სამართალს ვარღვევ და ვეწინააღმდეგები კანონის მოთხოვნებს, 2 ნოემბერსაც დასაჭერი ვიყავი. როგორ, ვიღაც კადნიერი ადგა რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ავიდა და სამაჯური მოიხსნა და გადმოაგდო, თუ მე კანონი დავარღვიე, რატომ არ დამიჭირეს. მეტიც, თქვეს რომ მართალი ყოფილაო მელია. პროკურატურამ ეს უთხრა სასამართლოს, სამაჯური რომ გადააგდო, მართალი ყოფილაო“, – აცხადებს ნიკა მელია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს