თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
“ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის 66 ადამიანი დავკარგეთ. ვუსამძიმრებთ ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მკურნალობას გადიან”, – განაცხადა იერლიკაიამ.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქემალ მემისოღლუმ განმარტა, რომ ინციდენტის შედეგად კიდევ 51 ადამიანი დაშავდა, მათგან 17 გადაიყვანეს სახლში სამკურნალოდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა.
წინასწარი მონაცემებით, ხანძარი 11-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის მეოთხე სართულზე გაჩნდა. სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


