თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზე უკრაინელები იმყოფებოდნენ, დაღუპულია 6 ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: თურქეთის სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი უკრაინელია. კიდევ ერთი გარდაცვლილი ეკიპაჟის აზერბაიჯანელი წევრია. აზერბაიჯანის კიდევ ერთი მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.
სატვირთო ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 11 უკრაინელი და ორი აზერბაიჯანელი იყო. თურქეთში უკრაინის ელჩის ინფორმაციით, შვიდი გადარჩენილი უკრაინელი ქალაქ სამსუნის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი უამინდობა გახდა.
თაგები:
თურქეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს