Logo

თუშეთის გზაზე მანქანის სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

შემთხვევა
1446
Frontnews image description

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

 

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

Advertisement