Logo

თვითმფრინავები, ვერტმფრენები და 350 სამხედრო – რუსეთის ახალი საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1382
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 53 650 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.         

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 14.09-მდე:  ტანკები – 2 180 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 665 (+3), საარტილერიო სისტემები – 1290 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 311 (+0).           

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 167 (+2), თვითმფრინავი – 246 (+2), ვერტმფრენები – 215 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 908 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 233 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                      

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 501 (+32), სპეციალური ტექნიკა – 120 (+3).           

 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა ისევ ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement