Logo

თვითმფრინავები, ვერტმფრენები და 640 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
303
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში 640 ოკუპანტი და მტრის ავიაციის რამდენიმე ერთეული გაანადგურეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 51 250 (+640) ჯარისკაცი დაკარგა.        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 08.09-მდე:  ტანკები – 2 112 (+15), ჯავშანტექნიკა – 4 557 (+37), საარტილერიო სისტემები – 1226 (+32), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 305 (+5).          

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 159 (+3), თვითმფრინავი – 239 (+2), ვერტმფრენები – 210 (+2), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 884 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 214 (+0).  მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).                   

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 344 (+24), სპეციალური ტექნიკა – 110 (+1).        

 

გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.

Advertisement