თვითმფრინავი, 10 დრონი და 900 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 137 780 (+900) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 12.02.2023-მდე: ტანკები – 3 280 (+13), ჯავშანტექნიკა – 6 488 (+14), საარტილერიო სისტემები – 2 287 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 465 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 234 (+1), თვითმფრინავი – 296 (+1), ვერტმფრენები – 286 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2007 (+10), ფრთოსანი რაკეტები – 857 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 148 (+14), სპეციალური ტექნიკა – 215 (+1).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს