Logo

თვითმფრინავი, 10 ჯავშანმანქანა და 820 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1474
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 152190 (+820) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 04.03.2023-მდე: ტანკები – 3 409 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 683 (+10), საარტილერიო სისტემები – 2 414 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 487 (+3).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 247 (+0), თვითმფრინავი – 302 (+2), ვერტმფრენები – 289 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 066 (+5), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 289 (+8), სპეციალური ტექნიკა – 230 (+0). 

Advertisement