Logo

თვითმფრინავი, 45 დრონი, 1 300-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
622
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 497700 (+1330) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 23.05.24-მდე: ტანკები – 7622 (+11), ჯავშანტექნიკა – 14748 (+27), საარტილერიო სისტემები – 12860 (+40), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1077 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 813 (+1), თვითმფრინავები – 355(+1), ვერტმფრენები – 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 10391 (+45), ფრთოსანი რაკეტები – 2209 (+1). 

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 27 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 17513 (+71), სპეციალური ტექნიკა – 2094 (+4). 

Advertisement