თვითმფრინავი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და 570 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 177 680 (+570) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.04.2023-მდე: ტანკები – 3 636 (+3), ჯავშანტექნიკა – 7020 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 727 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 533 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 282 (+1), თვითმფრინავი – 307 (+1), ვერტმფრენები – 292 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2298 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5599 (+12), სპეციალური ტექნიკა – 304 (+0).
გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით ზუსტი დარტყმებით გაანადგურეს მტრის დრონი, ასევე მტრის საარტილერიო სისტემა. ასევე თავდაცვის ძალების თვითმფრინავმა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 9 დარტყმა მიაყენა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს