Logo

თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 800 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
661
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 125 510 (+800) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 28.01.2023-მდე: ტანკები – 3 189 (+7), ჯავშანტექნიკა – 6 344 (+4), საარტილერიო სისტემები – 2 188 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 453 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 221 (+0), თვითმფრინავი – 293 (+1), ვერტმფრენები – 284 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1947 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 027 (+26), სპეციალური ტექნიკა – 199 (+0).

Advertisement