Logo

თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 810 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
361
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 109 720 (+810) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.01.2023-მდე: ტანკები – 3 041 (+3), ჯავშანტექნიკა – 6 108 (+2), საარტილერიო სისტემები – 2 051 (+12), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 426 (+2).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 215 (+0), თვითმფრინავი – 284 (+1), ვერტმფრენები – 271 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1844 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 723 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 759 (+14), სპეციალური ტექნიკა – 182 (+1).

Advertisement