Logo

თვითმფრინავი, ვერტმფრენი და 900 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1067
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

8 თებერვლის დილის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 910 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ჩამოაგდეს მტრის თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 134 100 (+910) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.02.2023-მდე: ტანკები – 3 253 (+8), ჯავშანტექნიკა – 6 458 (+15), საარტილერიო სისტემები – 2 236 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 461 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 228 (+1), თვითმფრინავი – 295 (+1), ვერტმფრენები – 285 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1961 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 796 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 112 (+5), სპეციალური ტექნიკა – 211 (+3). 

Advertisement