თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს


ავტორი
Front News საქართველო
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება.
ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი.
თანამშრომლების მენეჯმენტი - კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება.
KYC - იცნობდე შენს მომხმარებელს - აღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნესმომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას, უკვე ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე.
SMS OTP-ის დადასტურება - ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს