თინა ბოკუჩავა - არ გამოვრიცხავ, რომ დამატებითი დაკავებებიც ვიხილოთ 4 ოქტომბრამდე


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიულ მანქანას აამუშავებს განსაკუთრებული ინტენსივობითა და სისასტიკით, მათ შორის 4 ოქტომბრამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრამდე ოპონენტების დაკავებები გაგრძელდეს.
"ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი რეპრესიულ მანქანას აამუშავებს განსაკუთრებული ინტენსივობითა და სისასტიკით, მათ შორის 4 ოქტომბრამდე და მე არ გამოვრიცხავ, რომ დამატებითი დაკავებებიც ვიხილოთ 4 ოქტომბრამდე. ივანიშვილს ძალიან ეშინია იმის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა რუსთაველზე, მათ შორის იმისთვის, რომ მათ და არჩევნებადწოდებულმა რუსულმა სპეცოპერაციამ, რომელსაც ივანიშვილი 4 ოქტომბერს ატარებს და რომლის თანამონაწილეც, სამწუხაროდ, არის პარტია "ლელო" , გახარიაზე მე არასდროს გამოვთქვამ იმედგაცრუებას იმიტომ, რომ მაღალი მოლოდინი ამ ადამიანის მიმართ არ მქონია. ეს არის საერთაშორისო ლეგიტიმაციის მიღების მცდელობა, რასაც, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი უშლის ხელს ქუჩაში. შეუძლებელია, ივანიშვილმა ამტკიცოს, რომ მან ჩაატარა არჩევნები მაშინ, როდესაც საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე იდგება რუსთაველზე და თბილისის ქუჩებში. ეს კონტრასტი ივანიშვილისთვის სახიფათო მოცემულობაა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის რეპრესიულ მანქანას კიდევ უფრო აამუშავებს 4 ოქტომბრამდე.
რაც შეეხება სანქციებს, მნიშვნელოვანია ბრიტანეთის მხრიდან სანქცირება ბიძინა ივანიშვილის, რადგან ივანიშვილს ძალიან დიდი რაოდენობის აქტივები აქვს დიდ ბრიტანეთში და მის ოფშორულ ტერიტორიებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სუსმა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა დააკავა.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს