თინა ბოკუჩავა - ჩემი მოლოდინით, მივალთ შუალედურ შეთანხმებამდე, რომელიც ახლის დასაწყისად მიგვაჩნია

ავტორი
Front News საქართველო
ჩემი მოლოდინით, მივალთ შუალედურ შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენ არა დასასრულად, არამედ პირიქით ახლის დასაწყისად მიგვაჩნია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ის რეალისტური მოლოდინი, რომელიც შეიძლება შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის.
"ჩემი მოლოდინით, მივალთ შუალედურ შეთანხმებამდე, რომელიც ჩვენ არა დასასრულად, არამედ პირიქით - ახლის დასაწყისად მიგვაჩნია, რის შემდეგაც ჩვენი ძალისხმევა, ენერგია გავხადოთ ქმედითი. ეს არის ის რეალისტური მოლოდინი, რომელიც შეგვიძლია, რომ ჩვენ შევქმნათ საქართველოს მოქალაქეებისათვის.
საუბარი კვლავ არის "ნაციონალურ მოძრაობასა" და რვა პარტიაზე, თუმცაღა ჩემი ღრმა რწმენით, ეს შეთანხმება უნდა იყოს აბსოლუტურად ღია ყველასთვის, პარტიისთვის, მოძრაობისთვის, თუნდაც ერთეული პოლიტიკოსისთვის, რომელიც ჩვენ მსგავსად, გამარჯვებას ხედავს ერთიან ძალისხმევაში. კონკრეტული თარიღების თქმას ნუ მომთხოვთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ პროცესის რაღაც კონკრეტული შედეგი უახლოეს მომავალში იქნება საჯარო", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




