Logo

თინა ბოკუჩავა - ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ეკონომიკური ყველა პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება

პოლიტიკა
50
Frontnews image description

მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ეკონომიკური ყველა პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში აშშ-თან ურთიერთობების და პარტნიორობის გადატვირთვა შეუძლებელია.

"დირექტორი ანდრეოლის ჩავიდა ფოთის პორტში და ანაკლიაში, ამასთანავე ცნობილია, რომ ის ხვდება ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრს. ამან საზოგადოებას თავისთავად უნდა შეუქმნას სურათი იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რაც აქვს მას ამ ვიზიტის დროს, რომ ეს არანაირ გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას არ და ვერ მოემსახურება, თუმცა ეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს ეკონომიკური ყველა პროექტიდან მაქსიმუმის წამოღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეგიონში ამერიკის ინტერესები ასე არის გაძლიერებული", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ოპოზიციური ალიანსის ლიდერები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი მანამდე ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები