Logo

თინა ბოკუჩავა - დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ გეგმა კრემლშია დაწერილი

პოლიტიკა
174
Frontnews image description

დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ გეგმა კრემლშია დაწერილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთმა რომ საქართველო ვერ დაიპყრო, ღირსეული მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა.

"სკანდალური იყო ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ მოღალატეს შეახსენა, რომ ის პუტინს ეახლა მას შემდეგ, რაც პუტინი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის დაპყრობისა და დამონების განზრახვით, მაგრამ ეს ვერ შეძლო იმიტომ, რომ ქართულმა ჯარმა გამოიჩინა გმირობა და იმდროინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახით, დაიცვა საქართველოს ეროვნული ინტერესი, ნაცვლად იმ ნაძირალა მოღალატისგან, რომელიც შემდეგ პუტინს ეახლა კარზე და მისგან დავალებები მიიღო, დარწმუნებული ვარ ამაში. დღეს კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის წინააღმდეგ გეგმა კრემლშია დაწერილი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ზურაბ ნოღაიდელმა დღეს სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა და ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის დალაგებას ეხებოდა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები