Logo

თინა ბოკუჩავა - ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში

პოლიტიკა
12 საათის წინ / 13:27
Frontnews image description

ივანიშვილის რეჟიმის სურვილია, რომ საქართველოს "პარტნიორებად“ დარჩეს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მრტულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში.

"ეს არის სწორედ ივანიშვილის რეჟიმის სურვილი, რომ საქართველო აღარ იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და ერთადერთ შესაძლო „პარტნიორებად“ საქართველოს დარჩეს ოკუპანტი რუსეთი, ამერიკის მიმართ მრტულად განწყობილი ირანი და კომუნისტური ჩინეთი. ეს არიან ის „მეგობრები“, რომლებიც ივანიშვილმა აირჩია. 

დემოკრატიული, ნორმალური,  პროევროპული ხელისუფლების პირობებში ჩვენ არა მხოლოდ დავესწრებოდით ამ შეხვედრას, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ საქართველოს უკვე გახსნილი ექნებოდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ვარშავაში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.

Advertisement