თინა ბოკუჩავა - ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რატომ დაემართა რუს-ქოცურ პროპაგანდას ისტერიკა სტამბოლში მიღებულ რეზოლუციაზე

ავტორი
Front News საქართველო
ლონდონის გუშინდელი გადაწყვეტილებით 607 მილიონის მინიჭების ილუზიაც არ აქვს ივანიშვილს და ეს ჩანს მისი ადვოკატის განცხადებებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ უარი უთხრა სასამართლო გადაწყვეტილებამდე მიეღო მისი კუთვნილი 607 მილიონი დოლარი.
"2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ უარი უთხრა სასამართლო გადაწყვეტილებამდე მიეღო მისი კუთვნილი 607 მილიონი დოლარი. რატომ უთხრა უარი სასამართლომ? რადგან სანაცვლოდ, ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილისთვის მოითხოვა საბანკო გარანტია რომელიმე დასავლური ბანკისგან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილმა ამგვარი საბანკო გარანტია ვერცერთი დასავლური ბანკისგან, როგორც ჩანს, ვერ მიიღო. რატომ? რადგან ამ მომენტში, ჯერ კიდევ 2024 წლის 29 თებერვალს ბერმუდის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილზე სანქციების დაწესება განიხილებოდა, რაც მას არასანდო პირს ხდიდა დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისთვის. მისი არასანდო რეპუტაციის დასასაბუთებლად ბერმუდის სასამართლომ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა მიანიჭა ევროპარლამენტის, ევროკომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რატომ დაემართა რუს-ქოცურ პროპაგანდას ისტერიკა და გულყრა იმ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის და თანამოაზრეთა ჯგუფის რეზოლუციაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სტამბოლში მიიღეს.
რა ხდება შემდეგ - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ივანიშვილს, სადაც საუბარია ძირგამომთხრელი მოქმედებებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობისთვის სანქცირდება ივანიშვილი სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ე.წ. ოფაკის გამოყენებით, ანუ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ამბობს, რომ ივანიშვილი არის რუსული გავლენის აგენტი და ამავდროულად, ივანიშვილს ამ სასანქციო გადაწყვეტილებით უზღუდავს წვდომას 461 მილიონ დოლარზე, რომელიც ივანიშვილს მსგავს დავაში სინგაპურის სასამართლომ მიაკუთვნა, შესაბამისად, ლონდონის გუშინდელი გადაწყვეტილებით 607 მილიონის მინიჭების ილუზიაც არ აქვს ივანიშვილს და ეს ჩანს მისი ადვოკატის განცხადებებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


