თინა ბოკუჩავა - გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს, ხალხის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება


ავტორი
Front News საქართველო
"გიორგი ახობაძის გათავისუფლებამ კიდევ ერთი ბზარი გაუჩინა ივანიშვილის რეჟიმს, ხალხის ბრძოლა გამარჯვებას უახლოვდება“, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში
“ვულოცავ გიორგის თავისუფლებას! უდანაშაულო პოლიტპატიმრის, ექიმი გიორგი ახობაძის გამამართლებელი განაჩენი იმის დასტურია, რომ რეჟიმი იშლება!
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მოუწია მტკიცებულებების არ არსებობის გამო გიორგის გათავისუფლება. თითოეული ასეთი მოგებული ბრძოლა მორალურად და პოლიტიკურად ასუსტებს რეჟიმს მის დაშლას გარდაუვალს ხდის.
ამჟამად, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ვიმყოფები ბათუმში, რომლის სახით ჩვენ დღეს ვიხილეთ ერთი ქალის რევოლუცია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც თავის შეუპოვრობით, სიმტკიცით და სიჩუმით, მდუმარემ ამხილა და დაამხო დღეს ივანიშვილის რეჟიმი.
თითოეული პოლიტპატიმრის სიმართლე და ბრძოლა არის ამ სახალხო რევოლუციის ნაწილი, რომელშიც აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, სადაც ივანიშვილი და მისი მოღალატე რეჟიმი დაემხობა!” - წერს თინა ბოკუჩავა.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს