Logo

თინა ბოკუჩავა - მსგავსი ქმედებები ალიანსის დისკრედიტაციას, ენმ-ს მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ან სხვა მაზედინტეგრირებელ მიზნებს ემსახურება

პოლიტიკა
105
Frontnews image description

გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, რომ თითქოს “ოპოზიციის ალიანსის” მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარი არ ფიგურირებდა, არის დეზინფორმაცია! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წერს.

მისივე თქმით, სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტი სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი აღიარებულია მთელი დასავლური სამყაროს მიერ, რაც არაერთგზის ხაზგასმულია ევროპარლამენტის რეზოლუციებშიც. ამ თემაზე უმწვავესი განცხადებები და შეფასებები მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნებიდან კეთდება.

ცივილიზებულ სამყაროს კარგად ესმის ის კონტექსტი თუ რატომ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პირადი პატიმარი.

ამის ეჭვქვეშ დაყენება ცდება რაციონალურობის და კეთილსინდისიერების საკითხს.

გუშინ ატეხილი აჟიოტაჟი, რომ თითქოს “ოპოზიციის ალიანსის” მიერ მომზადდა პოლიტპატიმართა სია, სადაც მიხეილ სააკაშვილი სახელი და გვარი არ ფიგურირებდა, არის დეზინფორმაცია!

აღნიშნული სია კერძო პირების, აქტივისტების მიერ იყო შედგენილი და როგორც შევიტყვე, ის მუდმივად ექვემდებარება განახლებას. ამჟამინდელ ვერსიაში პრეზიდენტი სააკაშვილის სახელი და გვარიცაა ასახული.

მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ მსგავსი ქმედებები ალიანსის დისკრედიტაციას, ენმ-ს მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ან სხვა მაზედინტეგრირებელ მიზნებს ემსახურება, რაც ნებსით თუ უნებლიედ ხელს აძლევს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, რომელსაც ყველაზე მეტად დემოკრატიული პოლიტიკური ძალების ერთიანობის ეშინია", - წერს ბოკუჩავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები