თინა ბოკუჩავა - "ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის სახელით ვულოცავთ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ სააკაშვილის სახელით ვულოცავთ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფალი სამყაროსთვის უკრაინა გახდა ბრძოლის სიმბოლო და ასევე გახდება გამარჯვების სიმბოლოც”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან.
"ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ მებრძოლ, მედეგ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გახდა ბრძოლის სიმბოლო, მაგრამ აქ ყველაზე მეტად ვრწმუნდებით, რომ უკრაინა ასევე გახდება გამარჯვების სიმბოლო. გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო და არ მივცემთ მოღალატე ივანიშვილს შესაძლებლობას, რომ საქართველო წაგებულის ნანგრევებში აღმოჩნდეს. ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი უკრაინაში ვერ ჩამოდის. ჩვენ აქ ვართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩამოვუტანოთ უკრაინელ ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. უკრაინა აუცილებლად მოიპოვებს გრძელვადიან, ღირსეულ, ნამდვილ მშვიდობას და საქართველოც აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს უკრაინას!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს