Logo

თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, არ და ვერ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში

პოლიტიკა
136
Frontnews image description

რა თქმა უნდა, არ და ვერ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში. "ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე, უკვე ძალიან დიდი ხანია, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმს ბოლო ჟამი აქვს და გაუგებარ ნაბიჯებს დგამს.

"რა თქმა უნდა, ამას არ და ვერ გამოვრიცხავ, რომ მეც აღმოვჩნდე საპატიმროში. "ნაციონალური მოძრაობა" არის პოლიტიკური დევნის და რეპრესიების სამიზნე, უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩვენი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე ორჯერ დააკავეს, შემდეგ გახსოვთ, რომ  გაიტაცეს და მემუქრებოდნენ ჩემი 3 მცირეწლოვანი შვილის უსაფრთხოებით. ყველაზე მძიმე ეთერი რაც კი 13 წლის მანძილზე მქონია, სწორედ ის იყო, როდესაც ამაზე პირველად ვისაუბრე. მაშინ ვთქვი და სწორედ ასეა ჩემთვის, როგორც დედისთვის, როგორც ქალისთვის ეს გაცილებით უფრო მძიმე განსაცდელი და გამოწვევა იყო, ვიდრე სხვა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მათ შორის ციხე, მათ შორის პატიმრობა.

ამისთვის ფსიქოლოგიურად თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს მზად იმიტომ, რომ რეჟიმი ისეთი აგონიური მოქმედებების ფაზაშია შესული, რომ ნამდვილად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დღეს ელენე ხოშტარიაც დაკავებაც ამის მანიშნებელი იყო და ლევან ხაბეიშვილის დაკავებაც.

რეჟიმი სრულიად არაპროგნოზირებად ნაბიჯებს დგამს, ეს არის ბოლო ჟამის მოქმედებები, როდესაც ერთმანეთს ესვრიან, იჭერენ, უპირისპირდებიან და ასევე, თავზეხელაღებით ებრძვიან ყველას, ვინც მათ უპირისპირდება.

4 ოქტომბრის ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილს და ეს თარიღი შევქმენით ჩვენ, იმ პარტიებმა, რომლებმაც ავირჩიეთ ართანამშრომლობის გზა, რომლებმაც ბრძოლა ავირჩიეთ, ნაცვლად იმისა, რომ გავმხდარიყავით სისტემური, მოჩვენებითი, ფსევდოოპოზიცია და გვეთამაშა ივანიშვილის თამაშის წესებით, რაც, სამწუხაროდ, აირჩია "ლელომ", მე გახარიაზე საერთოდ არ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამ ადამიანს პოლიტიკურ აქტორად აღარ ვთვლი. ჩვენ ავირჩიეთ შეუგუებელი ბრძოლა და 4 ოქტომბერი ნამდვილად არის ძალიან საშიში და სახიფათო თარიღი ივანიშვილისთვის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement