Logo

თინა ბოკუჩავა - რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?

პოლიტიკა
220
Frontnews image description

“რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას? ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში ვიდრე რუსი მონები. გვახსოვდეს და ვირწმუნოთ ეს. შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.

“ერთადერთი, რაზეც ჯაფარა ფიქრობდა ციხეში როდესაც მიდიოდა, იყო ბავშვები და დედა. ნატა ძალიან ძლიერია, თავად მოყვა ზურამ მის შესახებ.

ზურა არის მამა, რომელიც ბავშვებს ძილისპირულ ზღაპრებს სტრასბურგიდან უკითხავს, როცა მივლინებაშია. ზურა იყო შვილი, რომელიც მიტინგიდან ღამე დედასთან მიდიოდა, რომ მძიმედ ავადმყოფ დედას წამლის მიღება არ დავიწყებოდა.

ბევრმა არ იცის, რომ ზურას სამედიცინო განათლება აქვს და რეალურად, ის მართავდა თავიდან ბოლომდე დედის მკურნალობას.

ეს იცოდნენ ქოცებმა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა ნიშნავდა მძიმე ონკოლოგიური პაციენტი დედისთვის, არა მხოლოდ შვილის ხელიდან გამოცლას, არამედ ადამიანის დაკარგვას, რომლის მეთვალყურეობის გარეშე ის უარს იტყოდა ყოველგვარ მკურნალობაზე. რუს-ქოცებმა იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა დედის სიკვდილს ნიშნავდა. და მაინც მოკლეს.

საბჭოთა დროს ყველაზე მეტი ქართველის დამხვრეტი მკვლელი მამის მკვლელმა შვილმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ზურას პატიმრობას და ავადმყოფი დედის მკვლელობას. რუსული ცინიზმით, რუსული სისასტიკით, რუსული უსულგულობით.

რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას რუს-ქოცების რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?

ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში ვიდრე რუსი მონები. გვახსოვდეს და ვირწმუნოთ ეს. შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია. ზურა, გია, ვიზიარებ თქვენს უდიდეს ტკივილს. გვერდში მიგულეთ ყველგან და ყოველთვის. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!” - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

Advertisement