Logo

თინა ბოკუჩავა - უმჯობესია, ოპოზიცია მოქმედებდეს კონსოლიდირებულად, მაგრამ თუ ეს მიუღწევადია, მაშინ უმჯობესია, ყველამ ინდივიდუალურად გააგრძელოს მუშაობა

პოლიტიკა
151
Frontnews image description

უმჯობესია, ოპოზიცია მოქმედებდეს კონსოლიდირებულად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი მოხდეს, მაგრამ თუ ეს მიუღწევადია, მაშინ უმჯობესია, ყველამ ინდივიდუალურად გააგრძელოს მუშაობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პროცესები შეუქცევადი გახდა, "ნაციონალური მოძრაობა" ალიანსს დატოვებს.

"ნებისმიერი გაერთიანების მთავარი ამოცანა უნდა იყოს კონსოლიდაცია და არა ფრაგმენტაცია, ურთიერთდაპირისპირება, განზიდვა და ადამიანების კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმში ჩაგდება, ამიტომ, ჩემი და "ნაციონალური მოძრაობის" ამოცანა, როცა ალიანსში შევედით, იყო ეს და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ პოლიტიკურ საბჭოსთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, მისი უშუალო ჩართულობით. თუ აქამდე მივიდა საქმე, ჩვენ როგორც შესვლასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, ისე გამოსვლასთან დაკავშირებით მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

ჩემი ღრმა რწმენით, უმჯობესია, რომ ოპოზიცია მოქმედებდეს კონსოლიდირებულად იმისათვის, რომ უმთავრესი მიზანი, რაც ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟია, აღსრულდეს, მაგრამ თუ ეს მიუღწევადია და ურთიერთდაპირისპირებას გამოიწვევს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში, მაშინ უმჯობესია, ყველამ ინდივიდუალურად გააგრძელოს მუშაობა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები