თინა ბოკუჩავა - უტარდება კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს იგორს მიყენებული


ავტორი
Front News საქართველო
უტარდება კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს იგორს მიყენებული უზარმაზარი მეტალის საგნით თავის არეში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, იგორ ნარმანიას ღია ჭრილობა აღენიშნება.
"უტარდება კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია იმიტომ, რომ საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს იგორს მიყენებული უზარმაზარი მეტალის საგნით თავის არეში, არის ღია ჭრილობა, რომელიც რამდენადაც გვითხრეს არის 2-3 სანტიმეტრის მოცულობის, ამიტომ უნდა მოხდეს ქირურგიული ჩარევა. როდესაც მას სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამდნენ, მაშინაც ამბობდა, რომ ვერავინ შეძლებს მის შეშინებას და გაჩერებას და რომ აუცილებლად იქნება ჩვენთან ერთად რუსთაველზე.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გამოვიდეთ ხვალ ქუჩაში, ავიღოთ დროშები ხელში, ჩავკიდოთ ჩვენს შვილებს ხელი და გამოვიდეთ 16:00 საათზე რუსთაველზე მათი მომავლის დასაცავად, იმისთვის, რომ არ აშინებდნენ, არ იტაცებდნენ, არ სცემდნენ და ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების შანსი და ჩვენ ეს შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით და არა ინტრიგებით, გავიმარჯვებთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. მას თავის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.
თაგები:
თინა ბოკუჩავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს