
ავტორი
Front News საქართველო
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კობახიძისთვის, რას იტყვიან ვაშინგტონიდან სენატორები. ერთადერთი, რასაც მისთვის მნიშვნელობა აქვს არის ის თუ რას ჩასძახებს მოსკოვი ივანიშვილს და მერე რას ამოსძახებს ივანიშვილი მას, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ფონზე განცხადებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს მას დასავლეთიდან.
"ჩვენი ყველა მეგობარი, რომელიც მოწადინებულია საქართველოს დახმარებით, ყველაფერს აკეთებს, რომ უკიდურესად არ გართულდეს ვითარება, არ ჩაიჭრას ბოლო ხიდები და შეუქცევადი არ გახდეს ეს დაძაბულობა, რომელიც დღეს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფალს და დასავლურ სამყაროს შორის არსებობს, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კობახიძისთვის, რას იტყვიან ვაშინგტონიდან სენატორები, ან სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან. ერთადერთი, რასაც მისთვის მნიშვნელობა აქვს არის ის თუ რას ჩასძახებს მოსკოვი ივანიშვილს და მერე რას ამოსძახებს ივანიშვილი. ამ ფონზე, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, განცხადებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს მას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
სენატორი როჯერ ვიკერი “ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრაგიკულს უწოდებს.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს