
ავტორი
Front News საქართველო
ეჭვი ხომ არ გვეპარება, რომ ასეთ წერილებს კობახიძე არ წერს. ეს არის დამშვიდობება აშშ-თან, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჩაჭრეს ხიდი, რომ მერე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სრულფასოვანი დიქტატურა დაამყარონ.
"ტირიან და შეწუხებულები არიან. ასეთი წერილები ისე არ იწერება, თუ არ არიან შეწუხებულები და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მეგობარმა აქტმა" ისინი საერთოდ გამოიყვანა წყობიდან.
ამავდროულად, ეს ძალიან სახიფათო წერილია იმიტომ, რომ ასე ქაღალდზე დაწერილად, პირველად ვხედავთ, რომ ფაქტობრივად, ეს არის დამშვიდობება აშშ-თან, ხელის ჩაქნევა, რომ როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომ ვეღარასდროს ვეღარ დაალაგებს, ვეღარ მოაწესრიგეს ურთიერთობებს შტატებთან იმიტომ, რომ ეჭვი ხომ არ გვეპარება, რომ ასეთ წერილებს კობახიძე არ წერს. ფიზიკურად, ალბათ, მისი დაწერილია იმიტომ, რომ ტექსტი, ტონალობა, ტერმინოლოგია - ეს მთლიანად კობახიძეა, მაგრამ დაწერილია ივანიშვილის მოთხოვნით და სურვილით, ბუნებრივია.
ჩაჭრეს ხიდი, რომ მერე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სრულფასოვანი დიქტატურა დაამყარონ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს