Logo

თინა ხიდაშელი - დავბრუნდით იმ პრაქტიკაში, რაც შევარდნაძის დროს იყო, როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩობა ერთგვარი საპენსიო თანამდებობა იყო

პოლიტიკა
445
Frontnews image description

შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მინისტრი, ადამიანი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შედეგად ჩაიხსნა ქვეყნის მმართველობიდან, ინიშნება 2025 წელს ასეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში ელჩად, ეს არის პოლიტიკური განაცხადი, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

"პრობლემა იმაშია, რომ შერჩევის კრიტერიუმი სხვა რამ არის "ქართული ოცნებისთვის" და ის, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი მინისტრი, ადამიანი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შედეგად ჩაიხსნა ქვეყნის მმართველობიდან, ინიშნება 2025 წელს ასეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში ელჩად, ეს არის პოლიტიკური განაცხადი.

ეს ადამიანები ინიშნებიან უმნიშვნელოვანესი დავალების გარეშე, დავალების, რომელსაც ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლი წესით უნდა აძლევდეს მათ. ამიტომ არის ეს დანიშვნები სახიფათო.

ბერაია კი, გასაგებია, დასასაქმებელი ჰყავდათ და დავბრუნდით იმ პრაქტიკაში, რაც შევარდნაძის დროს იყო, როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში ელჩობა ერთგვარი საპენსიო თანამდებობა იყო და ნატო იქცა, როგორც ჩანს, ასეთად მათთვის", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა, ნატოში საქართველოს წარმომადგენლად კი ირაკლი ბერაია.

Advertisement