
ავტორი
Front News საქართველო
არსებობს სრულიად ცალსახა დამოკიდებულება, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ანტიამერიკული მთავრობები ჰყავთ და ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, მოუწევთ ფასის გადახდა, - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეას" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის პროტესტის მეშვეობით ჯერ კიდევ შესაძლებელია პოლიტიკის გამოსწორება.
"ამ წუთის მდგომარეობით, არ არსებობს ვაშინგტონის ერთმნიშვნელოვანი პოზიცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არსებობს სრულიად ცალსახა დამოკიდებულება, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც ანტიამერიკული მთავრობები ჰყავთ და ამერიკის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, მოუწევთ ფასის გადახდა.
ძალიან კარგია, რომ ამ წუთის მდგომარეობით რადიკალური ზომები არ არის იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობის ფონზე პოლიტიკა შესწორდეს და შემდეგ უკვე არჩევნებით რეჟიმი შეიცვალოს იმისათვის, რომ გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თაგები:
თინა ხიდაშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს