ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და დაიგო ასფალტის პირველი ფენა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა 1500 მეტრამდე გზის საფარი, სანიაღვრე არხი, ასევე მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. დაგეგმილია გზის მონიშვნების მოწყობა და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
გორი




