Logo

თორნიკე გორდაძე - სომხეთის არჩევნები გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, ყველა ასე აღნიშნავს ამ არჩევნებს

პოლიტიკა
247
Frontnews image description

სომხეთის არჩევნები გეოპოლიტიკური რეფერენდუმია, ყველა ასე აღნიშნავს ამ არჩევნებს. პირველად ეძლევა სომხეთს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს პოლიტიკური არჩევანი, - ამის შესახებ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარმა და პროფესორმა თორნიკე გორდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთს რუსეთის მიერ აზერბაიჯანთან დამყარებული მშვიდობა აღარ სჭირდება, რადგან ეს ფაშინიანმა უკვე შეძლო.

"სომხეთის არჩევნები გეოპოლიტიკური რეფერენდუმია - ყველა ასე აღნიშნავს ამ არჩევნებს. პირველად ეძლევა სომხეთს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს პოლიტიკური არჩევანი, ჩვენ კი გეოპოლიტიკური არჩევანი არ გვაქვს, ჩვენი არჩევანი ერთადერთი გეოპოლიტიკური არჩევანი არის რუსეთზე დამოკიდებულება და ამას, რა თქმა უნდა, რუსეთი ბოროტად იყენებს.  

რუსეთს დიდი გავლენა ჰქონდა ყველა კუთხით სომხეთზე და სამხედროებსა და უშიშროების ოფიცრებზეც, ფაქტობრივად, რუსეთმა მოახერხა ის, რომ ერთი პერიოდი სამხედრო საჰაერო და ანტისაჰაერო თავდაცვა გაერთიანებულიყო და ეს ყველაფერი კეთდებოდა უსაფრთხოების და, პირველ რიგში, ყარაბაღის გამო. სომხეთმა თავისი სუვერენიტეტის ძალიან დიდი ნაწილი დათმო ყარაბაღის გამო.

რუსები რომ ამბობენ, ჩვენ თუ არ ვიქნებით, იქნება ომი - ეს აღარ გამოსდით იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ფაშინიანმა დაამყარა მშვიდობა აზერბაიჯანთან, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის და რუსეთისგან მხარდაჭერილი პოლიტიკოსებისგან ისმის, რომ თუ ფაშინიანი ასე გააგრძელებს, ომი იქნება რუსეთთან. იმდენად უჭირთ მათ, რომ უკვე ამ არგუმენტებს იყენებენ, რითაც, ფაქტია, რომ რუსეთს ძალიან უჭირს", - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

სომხეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები