Logo

თორნიკე ფაღავა - ეს კრიტიკა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას

პოლიტიკა
139
Frontnews image description

საქართველოს საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა დასავლური ცივილიზაციის შექმნაში, ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიყავით და ვართ თანამონაწილე ევროპული კულტურის და ევროპული პოლიტიკის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მიღებულია ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები პრაქტიკული ინსტრუმენტები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობა კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღებაა, შესაბამისად, მმართველი გუნდის კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა და კრიტიკა, რომელიც მანამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს მიმართ თანაბარი მოპყრობა და გულწრფელი დამოკიდებულება არ იქნება.

"ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველაზე დიდი დასავლური ფასეულობაა კრიტიკის და განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება და ის, რომ არავინ არის კრიტიკის მიღმა, მათ შორის არც ევრობიუროკრატია.

როგორც არ უნდა ეცადონ ოპოზიციურად განწყობილი ძალები, რომ ეს კრიტიკა წარმოაჩინოს ანტიდასავლურ რიტორიკად ან პროპაგანდად, ჩვენ ვართ დასავლეთი და ჩვენი კრიტიკა არის შიდადასავლური მსჯელობა, გნებავთ შიდადასავლური კრიტიკა და დიახ, ეს კრიტიკა გაგრძელდება ყველა დასავლური პლატფორმიდან, მანამ, სანამ არ მივაღწევთ თანაბარ მოპყრობას, გულწრფელ დამოკიდებულებას და საერთო თამაშის წესებს, ჩვენი ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

Advertisement