Logo

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სამართალი
174
Frontnews image description

"ქართული ოცნების“ აქტივისტის და ყოფილი ფეხბურთელის ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.

თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე საპატიმროში 7 თვეა, იმყოფებიან და პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეში დაზარალებულის სტატუსი ბექა გოცირიძეს ჰქონდა. ის რამდენიმე თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები