თოვლმა წყალტუბოში პრობლემები შექმნა - მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზებზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ასევე სოფლების გზები. შესაბამისი ტექნიკა მუშაობს სოფლებში: წყალტუბო, ქვილიშორი, ცხუნკური, მაღლაკი, გვიშტიბი, გუმბრა, ბანოჯა, რიონი, ოფურჩხეთი, მექვენა, დღნორისა, დერჩი.
ამ ეტაპზე, ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 800 აბონენტს; მიმდინარეობს ქსელის აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი.
გზების გაწმენდითი სამუშაოებს მონიტორინგს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი უწევენ.
თაგები:
წყალტუბო




