
ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულის შახტაში სამუშაო პროცესი დროებით შეწყდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ, შახტების რამდენიმე დღით მუშაობის შეჩერების რეკომენდია გასცა.
როგორც ირკვევა, პირველადი შეფასებით, შახტში სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, კონკრეტულად, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, საამფეთქებლო სამუშაოები კი ტექნიკური ხელმძღვანელის ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობდა.
“ჩვენს ინტერესშია დადგინდეს მომხდარის ობიექტური მიზეზები. საქმეში ჩართულია საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის, პროკურატურა. ასევე, გამოძიებასთან ითანამშრომლებენ თავად მეშახტეებიც. სამ დღეში გვექნება პრესკონფერენცია, სადაც დეტალურად გვეცოდინება რა მოხდა”, – განაცხადა “საქნახშირის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ.
ტყიბულის შატხაში წუხელ მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
თაგები:
ტყიბული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს