ტყიბულში მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს


ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულში ძიძიგურის შახტში 33-საათიანი პროტესტი შეწყდა. გაფიცული მეშახტეები შახტიდან ტყიბულის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ამოვიდნენ.
ბეჟან წაქაძის თქმით, პროტესტი დასრულებულია.
მისივე თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ.
გაფიცულების თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ. მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს