
ავტორი
Front News საქართველო
ტყიბულში მიწის ჩამოშლის დროს დაშავებული 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, მამაკაცს გულ-მკერდისა და ფილტვების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა, მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ორი დღის ღია კარიერული სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და ორი ადამიანი მოიყოლა. ერთი მათგანი, 45 წლის მამაკაცი მაშველებმა 7-საათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:
ტყიბული
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს