ტრამპი - არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ბირთვული მოლაპარაკებებით უკმაყოფილოა.
ტრამპის თქმით, ის დაელოდება, რა მოხდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყანასთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დამატებით რაუნდებში.
"არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ ისინი არ არიან მზად, მოგვცენ ის, რაც უნდა მოგვცენ. ამით არ ვარ აღფრთოვანებული. ვნახოთ, რა მოხდება, მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმით, როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მინდა, შეთანხმება ახლავე მივიღოთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ირანმა და შეერთებულმა შტატებმა 26 თებერვალს ჟენევაში ბირთვული მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გამართეს. ტექნიკური მოლაპარაკებები მომავალ კვირას ვენაში გაიმართება.
თაგები:
დონალდ ტრამპი




