ტრამპი - აშშ და პარტნიორები შეეცდებიან, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაუბრუნონ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ და პარტნიორები შეეცდებიან, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაუბრუნონ, თუმცა გარკვეული მიწის გაცვლა მაინც მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიული გაცვლა „უკრაინის სასარგებლოდ“ იქნება.
"ეს კარგია და არა ცუდი. მაგრამ ასევე ცუდია - ორივე მხარისთვის. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ხაზი (კონფრონტაციის), რომელიც ძალიან არათანაბარია და იქნება გარკვეული მიწის გაცვლა. ჩვენ შევცვლით ფრონტის ხაზს. რუსეთი უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს, ჩვენ ვეცდებით, ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ "უკრაინას ოკეანესთან ათასი მილის სანაპირო ზოლი ჰქონდა და ახლა ის აღარ არის, ოდესასთან პატარა ნაწილი დარჩა".
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ალასკაში ვლადიმერ პუტინს შეხვდება. კრემლმა დაადასტურა ეს ინფორმაცია.
ტრამპმა ასევე გამოაცხადა უკრაინასა და რუსეთს შორის „ტერიტორიების გაცვლის“ შესაძლებლობის შესახებ, მათ შორის ზოგიერთი მიწების დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ.
პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ტერიტორიული საკითხი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული და უკრაინა თავის მიწებს ოკუპანტებს არ დაუთმობს.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს