ტრამპი - აშშ ირანთან ომის შესახებ დაძაბულ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანთან ომთან დაკავშირებით "დაძაბულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
"ვერ გეტყვით, რადგან დაძაბულ მოლაპარაკებებში ვართ“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან სატელეფონო ინტერვიუში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა ტრამპს 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. მისი თქმით, დიპლომატიურმა ძალისხმევამ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ხელშესახები შედეგები მოიტანოს.
სიტუაციის კომენტირებისას ტრამპმა განაცხადა, რომ მიიღებს სრულ ინფორმაციას.
„ერთი რამის თქმა შემიძლია: მე მას ძალიან კარგად ვიცნობ; ის მთელ მსოფლიოში დიდად პატივცემული ადამიანია“, - განუცხადა ტრამპმა Fox News-ს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათი მისცა. ეს ვადა რამდენიმე საათში იწურება. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი სრუტეს არ გახსნის, აშშ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებას დაიწყებს.
7 აპრილს დონალდ ტრამპმა ირანზე ახალი დარტყმები დააანონსა და განაცხადა, რომ შესაძლოა, "მთელი ცივილიზაცია" დაიღუპოს.
"მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება და ვეღარასდროს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ, მოხდება“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.





