
ავტორი
Front News საქართველო
აშშ უკრაინას Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების წარმოების უფლებას მისცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი კიევს აჩვენებს, თუ როგორ დაამზადოს ეს სისტემები.
"ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები დამოუკიდებლად აწარმოოს. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ გააკეთონ ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს "ტექნიკურად ძალიან რთული საკითხია“, თუმცა დარწმუნებულია, რომ უკრაინა „მას სწრაფად გაუმკლავდება“.
"ჩვენ გვაქვს Patriot-ები, მაგრამ ჩვენც გვჭირდება. შეგვიძლია რამდენიმეს მიწოდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი სწრაფად შეძლებენ წარმოებას, ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს და კომპანია იქ (უკრაინაში) ჩამოვა“, - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინას რომ თავიდანვე დიდი რაოდენობით Patriot-ები ჰქონოდა, კიევი რაკეტებისგან სრულად იქნებოდა დაცული.
"მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენ მათ ძალიან სწრაფად აწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს