ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს და შეხვედრა უკვე მზადდება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს მასთან შეხვედრა სურს და შეხვედრა უკვე მზადდება.
“მას სურს შეხვედრა და ჩვენ მოვაწყობთ. პრეზიდენტი სი, ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ბევრ ადამიანთან. ზოგიერთი უკვე ჩამოვიდა”, – აღნიშნა მან.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, რომ როდესაც ის საუბრობს პუტინთან ან ჩინეთის ხელმძღვანელთან სი ძინპინთან შეხვედრაზე, შეხვედრის რა ფორმატზეა საუბარი – სამიტზე, ან ჩავლენ თუ არა ლიდერები შეერთებულ შტატებში. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თეთრი სახლის ახალარჩეული ხელმძღვანელი, უკრაინის ომსაც შეეხო.
“ეს ჯერ არ არის განსაზღვრული. პრეზიდენტ პუტინს სურს შეხვედრა. მან ეს საჯაროდ თქვა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს არის სისხლიანი არეულობა”, – განაცხადა ტრამპმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს