ტრამპი - გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის აშშ-თან იქნებიან

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან.
"გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი ყველა უდიდეს მეომარს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია.
გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალები უზარმაზარი გულითა და სულით არავის ჩამოუვარდება, აშშ-ის გარდა. ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით“, – წერს დონალდ ტრამპი.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა - "ჩვენ არასდროს დაგვჭირვებია ნატოს დახმარება, ისინი ამბობენ, რომ ავღანეთში გააგზავნეს გარკვეული რაოდენობის სამხედროები, ასეც იყო, ისინი ფრონტის ხაზიდან მოშორებით იყვნენ“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ტრამპის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა და აშშ-ის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
თაგები:
დონალდ ტრამპი




