“ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა” – ტრამპს კიდევ უფრო აგრესიული მასკის ნახვა სურს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მილიარდერ ილონ მასკს მოუწოდებს, ფედერალური მთავრობის შემცირების თვალსაზრისით უფრო აგრესიული იყოს.
როგორც Reuters წერს, მოწოდება გაკეთდა შტატებში გათავისუფლებისა და ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირების გამო აღშფოთების მიუხედავად.
“ილონი შესანიშნავ საქმეს აკეთებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ უფრო აგრესიული იყოს. დაიმახსოვრე, ჩვენ აქ ვართ ამ ქვეყნის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოოდ ის უნდა გავხადოთ უფრო დიდებული, ვიდრე ოდესმე”, – წერს ტრამპი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი (DOGE), რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, ტრამპის მიერ შექმნილი სტრუქტურაა. მან მოიცვა ყველა ფედერალური სამთავრობო უწყება, გაათავისუფლა ათიათასობით ფედერალური საჯარო მოხელე, მეცნიერებიდან დაწყებული პარკის რეინჯერებით დამთავრებული, ძირითადად პირობით მსჯავრდებულები.
პენტაგონმა დღეს ტრამპის ინიციატივის ფარგლები 5400 სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ გამოაცხადა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა