Logo

ტრამპი - ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაშია, გთხოვთ, არ დაარღვიოთ ის

მსოფლიო
120
Frontnews image description

ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ივნისს შევიდა ძალაში. მხარეებმა ის არ უნდა დაარღვიონ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

"ცეცხლის შეწყვეტა უკვე ძალაშია. გთხოვთ, არ დაარღვიოთ ის“, – წერს ის.

ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი და ისრაელი სრულად შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე: ირანი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს, ისრაელი - 12 საათში. "ეს ომის დასასრულია. ეს დიდი მოვლენაა ისრაელისა და მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ 13 ივნისის ღამეს დაიწყო. ქვეყნის საჰაერო ძალებმა ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა პირველივე დღეებში ირანელი მეთაურების და სულ მცირე 14 ირანელი ბირთვული მეცნიერის ლიკვიდაცია მოახერხეს.

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.

საპასუხოდ, ირანმა 23 ივნისს სიმბოლური დარტყმა განახორციელა კატარში მდებარე ამერიკულ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ობიექტია და ასევე აშშ-ის ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინა.

Advertisement